ტესტები
ძველი ვებგვერდი

საქართველოს მოქალაქეობის ტესტები

არაოფიციალური მოსამზადებელი პლატფორმა. ვებგვერდი არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან

(ბოლო განახლება: 2026 წლის აპრილი)

პლატფორმის შესახებ

ეს ვებსაიტი გავაკეთე როგორც პატარა ჰობი პროექტი. 2021 წელს, როცა ჩემი მეუღლე საქართველოს მოქალაქეობის გამოცდისთვის ემზადებოდა, ვერ ვიპოვეთ მოსახერხებელი ონლაინ პლატფორმა სავარჯიშოდ - ხელმისაწვდომი მხოლოდ PDF ფაილები იყო. ამიტომ მისთვის ეს სავარჯიშო შევქმენი.

აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი ოჯახის მიღმაც საინტერესო და სასარგებლო იყო, ამიტომ გავაუმჯობესე და საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადე.

მე ადგილობრივი დეველოპერი ვარ. არ ვარ დაკავშირებული არცერთ სახელმწიფო უწყებასთან. ეს არის პირადი პროექტი, რომელსაც თავისუფალ დროს ვუვლი.

თუ რამე მოძველებულია, ან შეცდომას იპოვით, სიამოვნებით მივიღებ თქვენს შეტყობინებას - georgiancitizenship@gmail.com

წარმატებები გამოცდაზე!

ირაკლი