Тест на гражданство Грузии по грузинскому языку (новая версия)

I.1.1 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

გიორგიმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. ---------- უკვე ბანკში დაიწყო მუშაობა.

I.1.2 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ნოტარიუსმა ჩემი განცხადება დაიტოვა. ---------- ყველა საბუთი ორ კვირაში მოამზადა.

I.1.3 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ჩემი ძმა მოგზაურობიდან დაბრუნდა. ---------- დიდხანს გვიყვებოდა თავის შთაბეჭდილებებს.

I.1.4 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

დღეს იურისტი შეგხვდება. ---------- შენს ყველა კითხვას უპასუხებს.

I.1.5 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ხვალ ჩვენს უცხოელ სტუმარს ქალაქში გავასეირნებთ. ---------- ჯერ ძველ თბილისს დავათვალიერებინებთ.

I.1.6 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

მათ კიდევ ორი დღე სჭირდებათ საქმის დასასრულებლად.

I.1.7 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

მათ გაცვლით პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

I.1.8 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

მათ უყვართ თავისუფალი დროის ერთად გატარება.

I.1.9 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

მწვრთნელმა მათ გამარჯვება მიულოცა.

I.1.10 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

ოპერატორმა მას პირადობის მოწმობა მოსთხოვა.

I.1.11 .რომელი სიტყვით შეცვლით ხაზგასმულ სიტყვას?

ჩემი ინიციატივა პირველად მას გავაცანი.

I.1.12 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ქუჩაში შევხვდი ძველ ნაცნობს, ---------- ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა.

I.1.13 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ხვალ ჩემი დაბადების დღეა, ---------- მცხეთაში უნდა აღვნიშნო.

I.1.14 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

გუშინ დავურეკე მეგობარს, ---------- დახმარება ვთხოვე.

I.1.15 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

შეტყობინება გამომიგზავნა ბანკის თანამშრომელმა, ---------- ჩემი განცხადება განიხილა.

I.1.16 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ამ საღამოს ვხვდებით ამერიკის ელჩს, ---------- ჩვენი გაცნობა სურს.

I.1.17 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

რესტორანში ტურისტმა შეუკვეთა ქართული კერძი, ---------- ადრე ძალიან მოეწონა.

I.1.18 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

იუბილარს აჩუქეს ნახატი, ---------- მისაღებ ოთახში კედელზე დაკიდა.

I.1.19 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

აუცილებლად გაგაცნობ ჩემს მოხსენებას, ---------- მალე კონფერენციაზე წავიკითხავ.

I.1.20 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

შეარჩიე ისეთი ფერის ქურთუკი, ---------- უფრო მოგიხდება.

I.2.1 .დაასრულეთ წინადადება:

გაისად ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ბიზნესცენტრი ----------.

I.2.2 .დაასრულეთ წინადადება:

უახლოეს მომავალში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ქუთაისში ----------.

I.2.3 .დაასრულეთ წინადადება:

მუზეუმის საერთაშორისო დღე ყველაზე მასშტაბურად შარშან ----------.

I.2.4 .დაასრულეთ წინადადება:

ხვალ აეროპორტში ტურისტების ჯგუფს მხოლოდ მე ----------.

I.2.5 .დაასრულეთ წინადადება:

ამ ქართულენოვანი გაზეთის პირველი ნომერი შარშან საზღვარგარეთ ----------.

I.2.6 .დაასრულეთ წინადადება:

გუშინ დილიდან საღამომდე გადაუღებლად ----------.

I.2.7 .დაასრულეთ წინადადება:

გასულ კვირას კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია ----------.

I.2.8 .დაასრულეთ წინადადება:

მომავალ წელს ამ უბანში ახალი კორპუსები ----------.

I.2.9 .დაასრულეთ წინადადება:

შარშან ჩემი კაქტუსი ზუსტად ამ პერიოდში ----------.

I.2.10 .დაასრულეთ წინადადება:

ამ გამოცდისთვის მომავალი წლის სექტემბრიდან ----------.

I.2.11 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

---------- სამსახურიდან შინ შედარებით ადრე დავბრუნდი.

I.2.12 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ჩვენი ორგანიზაციის წევრები ოფისში ---------- შეიკრიბნენ.

I.2.13 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

დელეგაციის წევრებთან შეხვედრა ---------- გაიმართება.

I.2.14 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

სამედიცინო დაზღვევის შესახებ სიახლე ---------- გვეცოდინება.

I.2.15 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯერ კიდევ ---------- ვიცნობდი.

I.2.16 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

---------- ამინდი მოულოდნელად შეიცვალა.

I.2.17 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

---------- აეროპორტში ვართ და რეგისტრაციის დაწყებას ველოდებით.

I.2.18 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

---------- ჩვენი დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

I.2.19 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

---------- ღამით წყალი გაიყინა.

I.2.20 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

---------- ჩვენი დიდი ხნის ოცნება ასრულდა.

I.3.1 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- საქართველოს ---------- კუთხეები მოინახულე?

I.3.2 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- წელს ---------- დღით ჩამობრძანდით საქართველოში?

I.3.3 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- ისწავლე ასე კარგად ქართული ენა?

I.3.4 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ხომ არ იცი, ხვალ ---------- ამინდი იქნება თბილისში?

I.3.5 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- დაიწყე მუშაობა?

I.3.6 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- მაია, ისევ რიგში დგახარ? ---------- ხარ?

I.3.7 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- შეგიძლიათ გვითხრათ, ---------- დათვალიერებას მოვასწრებთ დღეს?

I.3.8 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- პერსონალური გამოფენა იქნება მარტში?

I.3.9 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- ეს პური და ფუნთუშები?

I.3.10 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- კერძები გინდა გასინჯო?

I.3.11 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- ემზადებით თქვენი პირველი კონცერტისთვის?

I.3.12 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- დარეკა ასე ადრიანად?

I.3.13 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- კიდევ ---------- მესტუმრები? ძალიან მომენატრები.

I.3.14 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- არის ეს სიმპათიური ახალგაზრდა?

I.3.15 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- წიგნი გნებავთ? შემიძლია მოძებნაში დაგეხმაროთ.

I.3.16 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- დაიგვიანეთ? მატარებელი უკვე გავიდა სადგურიდან.

I.3.17 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- ჩამოვიდნენ შენი მშობლები?

I.3.18 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- გჭირდებათ ჩემი ძმის ტელეფონის ნომერი?

I.3.19 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ასე ძალიან ---------- მოგწონს ეს ფილმი? უკვე მეორედ უყურებ.

I.3.20 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული დიალოგში?

- ---------- საათისთვის უნდა ვიყოთ იუსტიციის სახლში? ხომ არ ვიგვიანებთ?

I.4.1 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

წითელსა და ლურჯ ფერებს ---------- ერთმანეთს შევურევთ, მივიღებთ იისფერს.

I.4.2 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

თევზი მეტად სასარგებლო საკვებია, ---------- ის მდიდარია ვიტამინებით.

I.4.3 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

წარმატებას ---------- მიაღწიო, შენი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასო.

I.4.4 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

დილიდან მზიანი ამინდი იყო, ---------- საღამოს ძლიერი წვიმა წამოვიდა.

I.4.5 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

მგზავრები აღელდნენ, ---------- თვითმფრინავის რეისმა დაიგვიანა.

I.4.6 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

დროულად გადი სახლიდან, ---------- შეხვედრაზე დაიგვიანებ.

I.4.7 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

ყველა პირობა შეასრულეს, ---------- სასურველი შედეგი ჯერ ვერ მიიღეს.

I.4.8 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

წინასწარ გაეცანი გზამკვლევს, ---------- უკეთ დაგეგმო ექსკურსია.

I.4.9 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

შევთანხმდეთ, მე პროდუქტს მოვიტან, შენ --------- სადილი მოამზადე.

I.4.10 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

მაღალი ტემპერატურა ---------- გექნება, ექიმს დაურეკე.

I.4.11 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

---------- გაანაწილე დრო, ---------- დასვენებისთვის ერთი საათი დაგრჩეს.

I.4.12 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ადამიანი ---------- უნდა მიიღო, ---------- არის.

I.4.13 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

---------- შეძლებ ანკეტის სწორად შევსებას, ---------- ყურადღებით წაიკითხავ კითხვებს.

I.4.14 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

აიღე ---------- ნახატი, ---------- ყველაზე მეტად მოგწონს.

I.4.15 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

---------- გაწვიმდება, ---------- უკან დავბრუნდეთ.

I.4.16 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

მანქანას ---------- ვიყიდი, ---------- მართვის მოწმობას ავიღებ.

I.4.17 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

თუ გნებავთ, ---------- მიგიყვანთ, ---------- ეს სუვენირები შევიძინე.

I.4.18 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

ეს აბრა ---------- არის გაკრული, ---------- ყველამ კარგად დაინახოს.

I.4.19 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

არ დაგავიწყდეთ ---------- მოიქცეთ, ---------- მე გირჩიეთ.

I.4.20 .რომელი სიტყვებია გამოტოვებული წინადადებაში?

ვარჯიშს ---------- გავაგრძელებ, ---------- მიზანს არ მივაღწევ.

II.1.1 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.2 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.3 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.4 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.5 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.6 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.7 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.8 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.9 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.10 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.11 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.12 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.13 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.14 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.15 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.16 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.17 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.18 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.19 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.1.20 .რომელი მიმართება არ არის სწორი?

II.2.1 .რას ვამბობთ ნაცნობთან შეხვედრის დროს?

II.2.2 .რას ვამბობთ სიხარულის გამოხატვის დროს?

II.2.3 .რას ვამბობთ ადამიანის მოკითხვის დროს?

II.2.4 .რას ვამბობთ ნებართვის აღების დროს?

II.2.5 .რას ვამბობთ დაეჭვების დროს?

II.2.6 .რას ვამბობთ, როდესაც ვინმეს ვეთანხმებით?

II.2.7 .რას ვამბობთ, როდესაც ვინმეს შექება გვინდა?

II.2.8 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული?

- ქალბატონო, თუ შეიძლება მითხარით, სად არის აქ გაჩერება?

II.2.9 .რომელი ფრაზაა გამოტოვებული?

- ერთ კვირაში მივემგზავრები, მაგრამ პასპორტს ვადა გაუვიდა.

II.2.10 .რომელი ფრაზაა გამოტოვებული?

- აქ ფოტოების გადაღება ნებადართული არ არის.

II.2.11 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული?

- ამიწონეთ, თუ შეიძლება, ორი კილოგრამი კიტრი.

II.2.12 .რომელი ფრაზაა გამოტოვებული?

- რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ უნდა გაჩუქოთ.

II.2.13 .რომელი ფრაზაა გამოტოვებული?

- მოდი, თუ გინდა, რესტორანში ვისადილოთ.

II.2.14 .რომელ ფრაზაშია მოცემული რჩევა?

II.2.15 .რომელ ფრაზას ვიყენებთ გაცნობის დროს?

II.2.16 .რომელ ფრაზას ვიყენებთ დამშვიდობების დროს?

II.2.17 .რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც ბოდიშის მოხდა გვინდა?

II.2.18 .რომელ ფრაზას ვიყენებთ თხოვნის დროს?

II.2.19 .რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც ვინმეს დამშვიდება გვინდა?

II.2.20 .რომელ ფრაზას ვიყენებთ, როდესაც რამე მოგვწონს?

II.3.1 .დაასრულეთ წინადადება.

შენით კმაყოფილი ვარ, კარგი არჩევანი ----------.

II.3.2 .დაასრულეთ წინადადება.

გადაკეტეს ქუჩის ის ნაწილი, სადაც ეს ამბავი ----------.

II.3.3 .დაასრულეთ წინადადება.

უცხოელმა სტუმარმა ქართული სამზარეულოს შესახებ აზრი ----------.

II.3.4 .დაასრულეთ წინადადება.

მერიამ ხიდის ასაგებად ბიუჯეტიდან საჭირო თანხა ----------.

II.3.5 .დაასრულეთ წინადადება.

ოფისის თანამშრომელმა თავისი მოვალეობა კარგად ----------.

II.3.6 .დაასრულეთ წინადადება.

ახალგაზრდამ მგზავრის მიმართ ყურადღება ----------.

II.3.7 .დაასრულეთ წინადადება.

მორიგე ექიმმა ავადმყოფს დახმარება დროულად ----------.

II.3.8 .დაასრულეთ წინადადება.

ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტმა შეკითხვა ----------.

II.3.9 .დაასრულეთ წინადადება.

ოჯახის წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთად ----------.

II.3.10 .რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?

დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია ----------.

II.3.11 .დაასრულეთ წინადადება.

თანამშრომლებმა მხოლოდ შეხვედრის შემდეგ შეძლეს დასკვნის ----------.

II.3.12 .დაასრულეთ წინადადება.

საქართველოში ყველას შეუძლია კარგი განათლების ----------.

II.3.13 .დაასრულეთ წინადადება.

მიხარია, რომ ჩვენი რჩევა სრულად ----------.

II.3.14 .დაასრულეთ წინადადება.

არ არის ადვილი გარდამავალ ასაკში ბავშვის ნდობის ----------.

II.3.15 .დაასრულეთ წინადადება.

უმოკლეს პერიოდში ვაპირებ ამ პრობლემის ----------.

II.3.16 .დაასრულეთ წინადადება.

ჩვენი ყველა მოთხოვნა დროულად ----------.

II.3.17 .დაასრულეთ წინადადება.

საჭიროების შემთხვევაში ნამდვილად შემიძლია კარგი რჩევის ----------.

II.3.18 .დაასრულეთ წინადადება.

აჯობებს, ერთად ვიფიქროთ გამოსავლის ----------.

II.3.19 .დაასრულეთ წინადადება.

ახალგაზრდებს მოსწონთ თავისუფალი დროის ერთად ----------.

II.3.20 .დაასრულეთ წინადადება.

ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მადლიერების ----------.

III.1.1 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

პროდუქტის შენახვის ვადა - 3 წელი.

III.1.2 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

წამლის მიღების წინ გაეცანით ინსტრუქციას!

III.1.3 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

დაითვალეთ ფული სალაროსთან!

III.1.4 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

III.1.5 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

გზა მშვიდობისა!

III.1.6 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

გაზეთში რეკლამის გამოქვეყნება - 50 ლარი.

III.1.7 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

შენობაში უცხო პირთა შესვლა დაუშვებელია!

III.1.8 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

ბილეთების შეძენისას წარმოადგინეთ პირადობის მოწმობა.

III.1.9 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

მუზეუმში სურათების გადაღება აკრძალულია!

III.1.10 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

გაყიდული წამალი უკან არ მიიღება!

III.1.11 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

შენობაში არ ეწევიან!

III.1.12 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

ფრთხილად, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები!

III.1.13 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

დაზოგეთ ელექტროენერგია!

III.1.14 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

აფთიაქში წამალი ურეცეპტოდ არ გაიცემა!

III.1.15 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

შესვენება 14:00 საათიდან 15:00 საათამდე.

III.1.16 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

ექსპონატებს ნუ შეეხებით!

III.1.17 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

ბიბლიოთეკაში მკითხველთა მომსახურება უფასოა.

III.1.18 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

სპექტაკლის დაწყებამდე გთხოვთ გამორთოთ მობილურები!

III.1.19 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

დარბაზში შესვლამდე პალტოები გარდერობში ჩააბარეთ!

III.1.20 .რას ნიშნავს მოცემული განცხადება?

განცხადებების განთავსება უფასოა მხოლოდ მითითებულ საიტზე!

III.2.1 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- შეხედე, რამდენი ხალხი დგას სალაროსთან. მოდი, მოგვიანებით ვიყიდოთ პროდუქტები.

III.2.2 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- ვინ არის ბოლო?

III.2.3 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- უკაცრავად, ეს ადგილი ჩემია.

III.2.4 .ვისთან მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა. ადმინისტრატორი ბრძანდებით?

III.2.5 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა.

III.2.6 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, საჩუქარი მინდა შევარჩიო უცხოელი სტუმრისთვის.

III.2.7 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, ლექსიკონები გაქვთ?

III.2.8 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- მაია, მოდი წავიკითხოთ, რომელი სპექტაკლების ნახვას შევძლებთ ამ დღეებში.

III.2.9 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა. დღეს რძის ნაწარმისა და ხორცეულის რამხელა არჩევანი გაქვთ!

III.2.10 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გაქვთ თავისუფალი მაგიდა ოთხ კაცზე?

III.2.11 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- მარიამ, აჯობებს მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლოთ, მეტროსთანაა.

III.2.12 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სტადიონი შორსაა ამ მეტროსადგურიდან?

III.2.13 .ვისთან მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, ოჯახის ექიმის ნახვა მინდა.

III.2.14 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- პირველად ხართ ჩვენს ბიბლიოთეკაში?

III.2.15 .ვისთან მიმდინარეობს საუბარი?

- დაბრძანდით. რა გაწუხებთ?

III.2.16 .ვისთან მიმდინარეობს საუბარი?

- ნინო, ჩემო საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს!

III.2.17 .როდის მიმდინარეობს საუბარი?

- იმედია, კარგი კონცერტი იქნება. ძლივს ვიშოვე ბილეთი.

III.2.18 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, თქვენი ტურისტული ბიურო მირჩიეს, საინტერესო ტურებს გეგმავენო.

III.2.19 .ვისთან მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, კანცელარია აქ არის? თქვენ ბრძანდებით უფროსი?

III.2.20 .სად მიმდინარეობს საუბარი?

- გამარჯობა, თქვენთან წამლები ურეცეპტოდ გაიცემა?

III.3.1 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

ნარიყალა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. ეს უძველესი ციხესიმაგრე მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ლეგენდის მიხედვით, ციხის აგება მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ისტორიულ წყაროებში ის შურის ციხედ არის მოხსენიებული, ნარიყალა კი მონღოლთა ბატონობის დროს დაერქვა. სიტყვა „ნარიყალა“ მცირე ციხესიმაგრეს ნიშნავს. ძნელად მისადგომი ეს თავდაცვითი ნაგებობა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საკმაოდ გაფართოვდა. იგი მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით იყო გამაგრებული. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ერთ-ერთი კოშკის კედლებში.

III.3.2 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

თბილისში აეროპორტმა ფუნქციონირება 1923 წელს დაიწყო. დღეს იგი კავკასიის რეგიონის ძირითადი კომერციული და სტრატეგიული ცენტრია. აქ უამრავი საერთაშორისო ტვირთი შემოდის და გადის. სამარშრუტო ხაზს - თბილისი-აეროპორტი-თბილისი - ემსახურება ავტობუსი, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთანაა. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას 20-30 წუთი სჭირდება. ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. 2015 წელს აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა.

III.3.3 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწის ქვეშ. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო: „ნაძალადევი“ და „გლდანი“. ყოველწლიურად მეტროს საშუალოდ 105,6 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. ექსპლოატაციაშია 186 ვაგონი. მგზავრობის საფასური 1 ლარია, სტუდენტებისთვის - 20 თეთრი, სკოლის მოსწავლეებისათვის კი უფასოა. მეტრო მუშაობს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე. მატარებელი გადის ყოველ 4 წუთში, პიკის საათებში კი - 2,5 წუთში.

III.3.4 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

„ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ის დედამიწის ზედაპირზე 10 კმ სიღრმიდან თბილი სახით ამოდის, რადგან, ბევრი სხვა მინერალური წყლისაგან განსხვავებით, მიწაში გაცივებას ვერ ასწრებს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქვის აბაზანები და თიხის მილები ადასტურებს, რომ ძველად „ბორჯომი“ არა მარტო სასმელად, არამედ აბაზანის მისაღებადაც გამოიყენებოდა. გეოლოგები და ქიმიკოსები მინერალურ წყალს მუდმივად ამოწმებენ. ამ კვლევებიდან ჩანს, რომ მისი ტემპერატურა, ქიმიური თვისებები და შემადგენლობა არ იცვლება. დღეს წყალი 9 ჭაბურღილიდან 25-კილომეტრიანი მილით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს.

III.3.5 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

მტკვარი საქართველოს მთავარი მდინარეა, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს. საქართველოს გარდა ის კვეთს სამ ქვეყანას და ბოლოს კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მტკვარი თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. გაზაფხულზე მას წყლის სიუხვე ახასიათებს, ზაფხულსა და ზამთარში - წყლის სიმცირე. მტკვარი მდიდარია თევზით. იგი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსია. მასზე აგებულია რამდენიმე ჰესი. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათას ჰექტრამდე ფართობს. თბილისში მტკვრის წყალს ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.

III.3.6 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორია 1912 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორი ანდრია კრასნოვი სათავეში ჩაუდგა ბაღის გაშენებას. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აგრონომ-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა. ბოტანიკურ ბაღში ორი ათასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის 104 კავკასიური წარმოშობისაა, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არის შემოტანილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არაერთი საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება დეკორატიული მებაღეობის, მცენარეთა დაცვის, ეკოგანათლებისა თუ ტურიზმის მიმართულებით. 2012 წელს ბაღის ასი წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა, მათ შორის, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

III.3.7 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

საქართველოს დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და კულტურული ცენტრია. იგი ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს და, როგორც ძველად, ახლაც მას მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს. ქალაქის მოსახლეობა ოდითგანვე მრავალეროვანი იყო. ქართველების გვერდით აქ ცხოვრობდნენ: ქურთები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და მართლმადიდებლური ტაძრები ერთმანეთის გვერდით დგას.

III.3.8 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება. მისი ფართობი 422 000 კმ²-ია. ის საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება. მის ნაპირებთან გაშენებულია არაერთი ქალაქი და კურორტი. შავი ზღვის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. მასში გავრცელებულია წყალმცენარეთა 350 და ფაუნის 2500 სახეობა. ზღვაში ბინადრობენ უნიკალური ჯიშის თევზები: ორაგული, კეფალი და სხვ. შავ ზღვას არა აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია წყლის თანაბარი დონე. აქ წყლის ზედაპირი უმეტესად წყნარია. ზღვის გავლენით დასავლეთ საქართველოს საკმაოდ დიდ ნაწილში ზამთარი თბილია, ზაფხული კი - გრილი. ასეთი თავისებური კლიმატი ხელს უწყობს ამ რეგიონში სუბტროპიკული მცენარეების გაშენებას.

III.3.9 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი თიხის დიდი ჭურჭელია, რომელიც მიწაშია ჩაფლული. მისი დამზადება რთული და ხანგრძლივი პროცესია. თიხა, რომლისაგან ქვევრს აკეთებენ, შეიცავს კირქვასა და მცირე რაოდენობით ძვირფას ლითონებს. ეს ამაგრებს ქვევრის კედლებს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს. ამ უძველეს ტრადიციას ქართველები დღემდე ინარჩუნებენ. 2013 წელს იუნესკომ ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი უძველესად აღიარა და მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რამაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

III.3.10 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

საქართველოს კუთხეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოვრების წესი და სამზარეულო გამოარჩევს. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან უყვართ ხორცი, ცხიმიანი საკვები. დასავლეთ საქართველოში პოპულარულია ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული მცენარეული საჭმელი - ფხალეული და რძის პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები. ღვინის სამშობლოში ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, განსაკუთრებით - კახეთში. აქაური ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული. აჭარული სამზარეულო გამოირჩევა რძის პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით, რადგან მისი მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს.

III.3.11 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

დმანისი უძველესი ქალაქია ქვემო ქართლში. არქეოლოგიური გათხრები აქ 1936 წლიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, შენობების ნაშთები, ცხოველთა ძვლები, ქვის იარაღები, მოგვიანებით კი დმანისის მახლობლად იპოვეს უძველესი ადამიანების თავის ქალები. დადგინდა მათი ასაკიც - 1,8 მილიონი წელი. უნიკალურმა აღმოჩენამ შეცვალა მანამდე არსებული მოსაზრება, რომ უძველესი ადამიანები ევრაზიაში აფრიკიდან მოვიდნენ. დღეს უკვე აღიარებულია, რომ დმანისი პირველი ევროპელების სამშობლოა. დმანისში აღმოჩენილი ორი თავის ქალის მიხედვით აღადგინეს ამ ადამიანების სახეები. მათ სახელებიც შეურჩიეს: ერთს მზია დაარქვეს, მეორეს - ზეზვა.

III.3.12 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

დენდროლოგიური პარკი ადგილია, სადაც გაშენებულია მცენარეები გეოგრაფიული, დეკორატიული და სხვა ნიშნის მიხედვით. მსოფლიოში რვა ასეთი გამორჩეული პარკია, მათ შორის ერთ-ერთი გურიაშია, კურორტ შეკვეთილში. იგი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბითა და მცენარეთა უნიკალური კოლექციით. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა 2020 წლის 15 ივლისს. პარკის 18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოს კუთხეებში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისაგან შედგება. დანარჩენ 42 ჰექტარზე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან შემოტანილი ათასწლოვანი ეგზოტიკური მცენარეებია წარმოდგენილი.

III.3.13 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქია. ეს განაპირობა მისმა განსაკუთრებულმა არქიტექტურამ და ბუნებრივმა მდებარეობამ. კახეთის ულამაზესი ქალაქი გაშენებულია მაღალბორცვიან ადგილას, საიდანაც ჩანს როგორც ალაზნის ველი, ისე - კავკასიონის მთები. სიღნაღი ქალაქად მეფე ერეკლე II-ის დროს ჩამოყალიბდა. იგი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც 200 წლის წინ იყო. მას გარს აკრავს გალავანი 28 კოშკით. დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმს უწოდებენ. 2007 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს აქ გაიხსნა ეროვნული მუზეუმი, რომელშიც უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატია გამოფენილი, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებიცაა.

III.3.14 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

რუსთაველის გამზირი თბილისელების უსაყვარლესი ადგილია. რუსთაველის სახელი მას 1918 წელს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - ეწოდა, მანამდე კი გოლოვინის პროსპექტი ერქვა. იგი თავისუფლების მოედნიდან იწყება და კოსტავას ქუჩას მეტრო „რუსთაველთან“ უერთდება. აქ მდებარე სახელმწიფო, კულტურული და საზოგადოებრივი დაწესებულებების სიმრავლის გამო ეს ადგილი ქალაქის ცენტრად მიიჩნევა. მისი ინტენსიური განაშენიანება 1860 წლიდან დაიწყო. თანდათან პროსპექტს შეემატა არაერთი შენობა, რომელთა ნაწილი დღემდე ამშვენებს ქალაქს. ეს ნაგებობებია: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რუსთაველის თეატრი, სამხატვრო გალერეა, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ და სხვ.

III.3.15 .რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?

თბილისის მთავარ მოედანს (თავისუფლების მოედანს) დაახლოებით ორასი წლის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს იგი ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ერქვა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, ამ ადგილას ბაღები ყოფილა გაშენებული და ერთადერთი შენობა მდგარა. გარეთუბნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო. ამ პერიოდის ერთ-ერთი ნაგებობაა ხელოვნების მუზეუმი. 1847-1851 წლებში არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აიგო თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობები, რომლებიც 1874 წელს გაჩენილი ხანძრის გამო დაიწვა. XX საუკუნის 30-იან წლებში ბევრი ძველი შენობა მოედნის რეკონსტრუქციის გამო დაანგრიეს.

III.3.16 .რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, პირველი დასახლება თბილისში გოგირდის ცხელი წყაროების მიმდებარედ გაჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო ქალაქის ეკონომიკური აყვავება: ჩამოყალიბდა ნაგებობათა არქიტექტურული სახე, აშენდა აბანოები, განვითარდა ხელოსნობა... ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში თბილისში 65 გოგირდის აბანო ყოფილა, რომელთა უმრავლესობა დღემდეა შემორჩენილი. გოგირდის წყლები მეცნიერთა ყურადღების ცენტრში XIX საუკუნის 60-იან წლებში მოექცა. პირველი ქიმიური ანალიზი ფერდინანდ ოტენის სახელს უკავშირდება. შემდგომი კვლევებით წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებები დადგინდა. ამან კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

III.3.17 .რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?

პირველი ტელეფონი ალექსანდრე ბელმა 1876 წელს შექმნა ამერიკაში. მალე იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თბილისში ტელეფონი 1882 წელს ამუშავდა. პირველი კავშირი დამყარდა „კავკაზის“ რედაქციასა და სტამბას შორის, თავადი ჯორჯაძე კი იყო პირველი მეწარმე, რომელმაც სატელეფონო ხაზი გაიყვანა საკუთარი კანტორიდან ღვინის საწყობამდე. 1893 წელს სატელეფონო ქსელით არაერთი თბილისელი სარგებლობდა. როგორც პრესა წერდა, აბონენტთა რაოდენობით თბილისი რუსეთის იმპერიაში მეხუთე ადგილზე იყო. 1935 წელს ამუშავდა ავტომატური სადგური, რომელიც ფირმა „ერიქსონმა“ დაამონტაჟა. წლების განმავლობაში სატელეფონო კავშირები თანდათან დაიხვეწა.

III.3.18 .რომელი წინადადება შეესაბამება მოცემული ტექსტის შინაარსს?

მგზავრების გადასაყვანად სწრაფი სატრანსპორტო საშუალებების შექმნის აუცილებლობა მსოფლიოში ქალაქების მოსახლეობის ზრდამ განაპირობა. ამ საკითხზე საქართველოშიც მუშაობდნენ. თბილისის ქუჩებში პირველი სარელსო ტრანსპორტი - ცხენიანი ტრამვაი, ე. წ. „კონკა“ - XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ოთხივე მხრიდან ღია ვაგონს რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი ჰქონდა. შიგ იდგა სკამების რიგი. „კონკაში“ 20 კაცი ეტეოდა. ტრამვაის გაჩერებას ბილეთების გამყიდველი არეგულირებდა. ახალი ტრანსპორტი უცხოელი მეწარმეებისათვის მოგების წყარო გახდა. 1904 წელს „კონკა“ ელექტრონული ტრამვაით შეიცვალა. მოგვიანებით ქალაქში გამოჩნდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც.

III.3.19 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

1903 წლის 17 დეკემბერს ცაზე გამოჩნდა ამერიკელი ძმების, ორვილ და უილბურ რაიტების, მიერ აგებული პირველი ძრავიანი საფრენი აპარატი. მან ჰაერში 12 წამს დაჰყო და მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. ძმებმა მამას დეპეშით აცნობეს ნამდვილი თვითმფრინავის დაბადების შესახებ. ამ დღიდან დაიწყო ავიაციის ისტორია. საქართველოში ანალოგიური საფრენი აპარატი შალვა ერისთავმა ააგო 1835 წელს, მაგრამ გაფრენა ვერ მოახერხა. 1911 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ანტონ კლდიაშვილის ცნობა საფრენი აპარატის მოდელის შექმნის შესახებ. იგი მოუწოდებდა მკითხველს, ერთობლივი ძალებით აეგოთ თვითმფრინავი, თუმცა მაშინ ფართო საზოგადოება ფრენოსნობით ნაკლებად იყო დაინტერესებული.

III.3.20 .რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?

1865 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ბაღი, რომელსაც ალექსანდრეს სახელი უწოდეს. იგი დააპროექტა გერმანელმა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის სახელს უკავშირდება არაერთი შენობა, რომლებიც დღესაც ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ერთ-ერთი მათგანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. სიმონსონის მიერ საგანგებოდ დაპროექტდა საგამოფენო პავილიონები, რესტორანი, შადრევნები. ისინი განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ევროპული ტიპის ბაღს, რომელიც მანამდე არსებულ თავშეყრის ადგილებს არ ჰგავდა. დღეს ბაღის ტერიტორია განახლებული და კეთილმოწყობილია.

III.3.20. რომელი მიმართება არ არის სწორი?
ა) საგნის ფორმა - მრგვალი
ბ) საგნის წონა - მძიმე
გ) სოციალური ქსელი - ფეისბუკი
დ) შენობის ნაწილი - ეზო

Перейти к тесту

О проекте

Неофициальная платформа для подготовки. Не связана с Правительством Грузии.

© 2026 Georgian Citizenship Tests